Foto

ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა - ბლინკენი

ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ის ასევე მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ რეგიონული ესკალაცია, ირანის მიერ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის ფონზე არ მოხდეს.

"ეს არის გადამწყვეტი მომენტი, ალბათ საუკეთესო, შესაძლოა, უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მე აქ ვარ პრეზიდენტი ბაიდენის დავალებით, როგორც ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას“, -განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის ქალაქ-თელ ავივში გუშინ ჩავიდა და დღეს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.