Foto

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აღნიშნული წვრთნები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სწავლება მოიცავს როგორც კომპიუტერის სიმულაციურ საომარ თამაშებს, ასევე 40-ზე მეტი სახის საველე წვრთნებს, მათ შორის ცოცხალ სროლას. 

სწავლება სახელწოდებით „ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 30 აგვისტომდე გაგრძელდება.