რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და რუსეთი მოქმედებენ, როგორც მოკავშირეები, მეგობრები და ახლო პარტნიორები.
"ვიწრო ფორმატის შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი სიტუაცია შეიქმნა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ხსნის ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება", - განაცხადა ალიევმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press