Foto

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას შეუძლია დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება

უკრაინას შეუძლია დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში გამოყენება, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

როგორც რასმუსენმა აღნიშნა, თუ თავდასხმა აგრესორის ინფრასტრუქტურაზე ან სამხედრო ობიექტებზე ხდება, ეს სრულად შეესაბამება ომის წესებს.

„თავდაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას. თავდასხმა აგრესორის ინფრასტრუქტურაზე ან სამხედრო ობიექტებზე თუ ხდება, ეს სრულად შეესაბამება ომის წესებს. ვერ დააწესებთ საზღვარს, რომ იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის თავდაცვითი ოპერაცია“, - განაცხადა რასმუსენმა.