გასულ ღამეს და დილის საათებში რუსულმა ძალებმა კიევს დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოპკოს ცნობით, ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და მსხვერპლი არ ყოფილა.
“ღამით დამპყრობლები დედაქალაქს თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. დღეს დილით გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ფრთოსანი რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო. წინასწარი ინფორმაციით, მტერი უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთიდან, სავარაუდოდ ისკანდერ-K ფრთოსანი რაკეტებით უტევდა. ეს იყო მეხუთე სარაკეტო თავდასხმა კიევზე ამ თვეში. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს რაკეტები ქალაქის მისადგომებთან“,- განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press