Foto

მოვუწოდებ ქვეყნის მოკავშირეებს, დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმები დასაშვები გახადონ - ზელენსკი

მოვუწოდებ ქვეყნის მოკავშირეებს, დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმები დასაშვები გახადონ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ.

“რამდენიმე თვის წინ რომ გაეგოთ, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთის ე.წ. წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.