ბულგარეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უარი თქვა დროებითი მთავრობის დანიშვნაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კალინ სტოიანოვის დატოვება იგეგმებოდა.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 20 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
"ქალბატონი გრანჩაროვა კოჟარევას უარის შემდეგ, - მე ხელს არ მოვაწერ ამგვარად შეთავაზებული დროებითი მთავრობის დანიშვნას და მისი ვალდებულება მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დასრულდა. ხვალ პარლამენტში ფიცის დადება არ გაიმართება, არჩევნები გადაიდება 20 ოქტომბრის შემდგომი პერიოდისთვის, მოქმედი მინისტრთა კაბინეტი კი გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას ოფიციალური მთავრობის ფორმირებამდე“,- წერს ბულგარეთის პრეზიდენტი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press