ხატია დეკანოიძე პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.
როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
თავის მხრივ ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ".
"ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა",- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის მარტში დატოვა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press