Foto

გალანტი - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისის რაიონიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის რაიონიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

როგორც გალანტმა აღნიშნა, სამხედროებმა ექვსი ისრაელელის ცხედარი ხან იუნისში მდებარე გვირაბებში კომპლექსური ოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ომის მიზნების მისაღწევად - ისრაელში მძევლების დასაბრუნებლად და “ჰამასის” გასანადგურებლად“, - განაცხადა გალანტმა.