უკრაინასთან განიხილავენ კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
რაიდერის თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კურსკში ბუფერული ზონის მოწყობას აპირებს.
"რაც შეეხება კურსკში მათ ოპერაციას, უკრაინელებმა აიძულეს რუსებს თავი დაეცვათ. ამ ოპერაციამ, ცხადია, მოახდინა კრეატიულობისა და საბრძოლო უნარების დემონსტრირება, მაგრამ როდესაც საქმე მიდის უკრაინელების გრძელვადიან მიზნებამდე, ჩვენ ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ მათთან", - განაცხადა რაიდერმა.
პენტაგონში ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში მცირე რაოდენობის სამხედრო ძალა გააგზავნა, რათა რეაგირება მოახდინოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press