მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
კლუგემის თქმით, მაიმუნის ყვავილის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი, ძალისხმევით და ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი.
"ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის - არა“, - განაცხადა კლუგემ.
ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილის აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა, სადაც დაავადებას 450-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press