ირანში პაკისტანელი მომლოცველების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
BBC -ის ცნობით, ავტოკატასტროფას 28 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით ირანის ცენტრალურ პროვინციაში, იაზდში მოხდა. ავტოავარიის მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა გახდა.
“ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულია 23 მგზავრი, რომელთაგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მომლოცველები ერაყში, რელიგიურ დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press