ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მომზადებას მეტოქეებთან, მათ შორის რუსეთთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ბაიდენმა საიდუმლო გეგმა მარტში დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონის ბირთვული შეკავების სტრატეგია პირველადაა ორიენტირებული ჩინეთზე და მოიცავს აშშ-ის სამხედროების მომზადებას “შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის, რომლებშიც რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთ ფრონტად იქნება წარმოდგენილი.
“ბირთვული იარაღის გამოყენების სტრატეგის განახლება დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. დოკუმენტის განახლებული ვერსია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების რამდენიმე თანამშრომელსა და პენტაგონის ხელმძღვანელობას უკვე გადაუგზავნეს. სტრატეგიის განახლების შესახებ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ინფორმირებული იქნება კონგრესიც. დოკუმენტში გაანალიზებულია ის, თუ როგორაა მომზადებული აშშ ბირთვული კრიზისებისთვის“,- აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press