კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS-ი სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაშავებულია 143 ადამიანი, მათგან 79 ჰოსპიტალზიაბულია, მათ შორის 4 ბავშვია.
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია 6 აგვისტოდან მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ამ დროისთვის 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press