რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ, მოულოდნელი ვიზიტით ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
reuters-ის ცნობით, პუტინი კადიროვთან ერთად სპეცრაზმის მომზადების რუსულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ძალებს ამზადებენ.
“თქვენთვის რთულ გადაწყვეტილებას იღებთ. ერთი საქმეა აქ, ტირში სროლა, მეორე კი - საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, თუმცა თქვენ გაქვთ შიდა მოთხოვნილება, დაიცვათ საკუთარი მამული“,- მიმართა პუტინმა სასწავლებელში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.
პუტინთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ფრონტის ზონაში 47 ათასზე მეტი მებრძოლი გაგზავნა, მათ შორის 19 ათასი მოხალისე - ყველა მათგანმა მომზადება სპეცრაზმის უნივერსიტეტში გაიარა.
ამასთან, კადიროვის მტკიცებით, ჩეჩნეთს შექმნილი აქვს ათობით ათასი გაწვრთნილი და აღჭურვილი მებრძოლისგან შემდგარი რეზერვი, რომელიც მზად არის “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში გაემართოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press