არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვიდობის თემაზე დასრულებულია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამარხში“ წერს.
მედვედევის თქმით, "მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება".
"ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, თუმცა არსებობდა ერთი საფრთხე - მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, მოხვედრილიყო გარკვეულ გარემოებებში. კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთავაზებული და კიევის რეჟიმისთვის თავს მოხვეული ნაადრევი არასაჭირო მოლაპარაკებები მშვიდობაზე, გაურკვეველი პერსპექტივებითა და შედეგებით.
კურსკის ოლქში ნეონაცისტების მიერ ტერორიზმის აქტის განხორციელების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვენიერი მშვიდობის თემაზე დასრულებულია. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ხმამაღლა არ საუბრობდნენ. ესმით, რომ მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება", - წერს მედვედევი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press