Foto

ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ

ფრანგული კინოს ლეგენდას, ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია დუშის კომუნაში გაიმართება, სადაც მსახიობმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

დაკრძალვის ცერემონიას მსახიობის შვილები, ნათესავები და ორმოცამდე მიწვეული სტუმარი დაესწრება.

შეგახსენებთ, ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი 88 წლის ასაკში, 18 აგვისტოს გარდაიცვალა.