აფეთქება ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში მდებარე კერძო ფარმაცევტულ ქარხანაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა, შეიძლება, გაიზარდოს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press