ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპის უსაფრთხოებისთვის, ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული, მიმდებარე შენობების სახურავებზე კი სნაიპერები იყვნენ განთავსებულები.
“ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია სამუშაო სტატისტიკით მანიპულირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “ბაიდენის ადმინისტრაციამ 818 000 სამუშაო ადგილი დაამატა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს“.
ჰარის-ბაიდენის ადმინისტრაცია თაღლითურად მანიპულირებდა სამუშაო ადგილების სტატისტიკით, რათა დაემალათ ეკონომიკური ნგრევის რეალური რიცხვი, რომელიც ქვეყანას მიაყენეს“,- აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 13 ივლისს, პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს ესროლეს. ყოფილმა პრეზიდენტმა დაზიანება მიიღო, მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი კი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press