ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ვოლგოგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ბრაიანსკის და კურსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
“კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. განადგურებულია 28 უპილოტო საფრენი აპარატი, შვიდი ჩამოაგდეს ვოლგოგრადის რეგიონსა და როსტოვის ოლქში, ოთხი ბელგოროდის ოლქში, ორი ვორონეჟის ოლქში და თითო-თითო ბრიანსკის და კურსკის ოლქებში“,- განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press