Foto

ზელენსკი - გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით

გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში საუბრისას განაცხდა.

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ვალდებულებები შეასრულონ.

"გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით. ტყვია-წამლით მომარაგება შევამოწმეთ... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვალდებულებები შეასრულონ.

ყველა პაკეტით და ყველა შეთანხმებით... კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება. [მიმდინარეობს] საბრძოლო მუშაობა, ვდგამთ ნაბიჯებს. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს [ტყვეების] გაცვლის ფონდის შევსებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.