Foto

მედია - რობერტ კენედი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, კანდიდატურას მოხსნის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ კენედი, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიას დაასრულებს და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რობერტ კენედის კამპანიაში განაცხადეს, რომ კენედი მიმართავს ხალხს, სადაც ისაუბრებს "ამჟამინდელ ისტორიულ მომენტსა და თავის სამომავლო გზაზე".

აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცდილობს გარიგებას ტრამპთან, რომლის მიხედვითაც, მხარს დაუჭერს რესპუბლიკელ მეტოქეს ადმინისტრაციაში თანამდებობის სანაცვლოდ.