Foto

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩიეს

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სიმბოლურად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, უოლცმა მადლობა გადაუხადა კამალა ჰარისს გუნდში მიწვევისთვის და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს “ოთხწლიანი ძლიერი, ისტორიული ლიდერობისთვის“.

“ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივია კანდიდატურის მიღება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჩვენ ყველანი აქ ვართ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა უოლცმა.

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები არ შიმშილობენ, სადაც ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება და სადაც “მთავრობა თქვენს საძინებელში არ იჭრება“, რითაც მიანიშნა რესპუბლიკური პარტიის თავდასხმებზე აბორტის უფლებასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე.