ივანიშვილის ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება, ისედაც გაძვირებული გადასახადები, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი წერს, 26 ოქტომბერს არჩევნებში ხალხმა უნდა გაიმარჯვოს.
"ივანიშვილისხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში კიდევ უფრო გაძვირდება, ისედაც გაძვირებული გადასახადები - ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს მინიმუმ 5 - 7 თეთრით, გაზის გადასახადი მინიმუმ 65-70 თეთრი გახდება, საწვავის ფასი 4 ლარამდე გაიზრდება, მინიმუმ 20-30 % გაიზრდება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი. გაძვირდება სხვადასხვა სერვისების საფასური და მოსაკრებელი.
26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს ხალხმა“, - წერს ხაბეიშვილი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press