Foto

პორტუგალია კუნძულ მადეირაზე ხანძრის გამო ევროკავშირს დახმარებას სთხოვს

კუნძულ მადეირაზე, უკვე ერთი კვირაა,რაც ხანძარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტყეს ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტიქიასთან საბრძოლველად პორტუგალიამ დახმარება ევროკავშირის სთხოვა.

“მომდევნო საათებში ჩვენ გავააქტიურებთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს“,- ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი მადეირაზე, რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში 14 აგვისტოს გაჩნდა, რის შემდეგაც ძლიერი ქარის გამო გავრცელდა მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც. თანამგზავრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, ხანძრის შედეგად კუნძულის ტერიტორიის 4392 ჰექტარია დამწვარი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების ზონიდან კვამლით მოწამვლის საფრთხის გამო დაახლოებით 200 ადამიანია ევაკუირებული. დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.