Foto

პალერმოს სანაპიროსთან ჩაძირული იახტის მგზავრებიდან 5 დაკარგულის ცხედარი იპოვეს

პალერმოს სანაპიროსთან ჩაძირული იახტის მგზავრებიდან 5 დაკარგულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ცხედრებს შორის ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკ “მორგან სტენლის“ თავმჯდომარე ჯონათან ბუმერი, მისი მეუღლე ჯუდი ბუმები ასევე, ადვოკატი კრის მორვილო და მისი მეუღლე ნედა მორვილო იყვნენ.

ბოლო დღეების განმავლობაში, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ექვსი დაკარგულის საპოვნებლად მიმდინარეობდა. 

მეექვსე დაკარგულის ძიება გრძელდება, ის სავარაუდოდ, ლინჩის 18 წლის ქალიშვილი ჰანაა. 2 დღის წინ, მაშველებმა იახტის შეფ-მზარეულის ცხედარი იპოვეს.

ცნობისთვის, იახტა 19 აგვისტოს ძლიერ ტორნადოში მოყვა და 50 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.

მაშველებმა ბორტზე მყოფი 22 პირიდან 15-ის გადარჩენა შეძლეს.