21 აგვისტოს უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა ბრიანსკის ოლქის კლიმოვსკის რაიონში შეღწევა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბოგომაზი ავრცელებს.
ბოგომაზის ცნობით, ამჟამად შეტაკების ადგილზე ვითარება სტაბილურია და ტერიტორია რეგიონული ოპერატიული შტაბის კონტროლქვეშაა.
“კლიმოვსკის რაიონი უკრაინის საზღვრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ტელგრამარხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა შესვლა სცადეს რუსეთის ტერიტორიაზე, კლიმოვსკის რაიონში, ზაბრამას დასახლებაში. ამჟამად კლიმოვსკის რაიონში შესვლა ბლოკსაგუშაგოებით არის შეზღუდული. უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press