Foto

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, CNN-ის რეპორტიორისა და 2 უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა [ФСБ] საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, CNN-ის რეპორტიორის ნიკ პეიტონ უოლშისა და  ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული სააგენტოების ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური  რეპორტიორების შეყვანას საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც გეგმავს.

“ჟურნალისტები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში იმყოფებოდნენ და რეპორტაჟი გადაიღეს იმაზე, თუ რა ვითარება იყო იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ.

იქამდე კი, 17 აგვისტოს რუსეთმა მსგავსი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი ჟურნალისტების წინააღმდეგაც, რომლებიც ასევე სუჯაში  რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას 15 აგვისტოს შემდეგ, უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.