Foto

ტაილანდში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 7 ტურისტი და 2 პილოტი

ტაილანდში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წერს.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თვითმფრინავი ჭაობში ჩავარდა და დაიწვა, რის შედეგადაც 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა. 

რა გახდა მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.