ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში იმიგრაციული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა და მისი კანდიდატურის მოხსნას გადატრიალება უწოდა.
“ვფიქრობ, ბაიდენი ალბათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო დიდწილად იმის გამო, რაც აქ, საზღვარზე მოხდა. მან შემოუშვა 20 მილიონზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, მრავალი მათგანი ციხეებიდან და საპატიმროებიდან, ბევრი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, და ბევრი ტერორისტი… ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი საზღვრები და გავწმინდოთ ჩვენი არჩევნები“,- აღნიშნა ტრამპმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press