Foto

რაფაელ გროსი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავა და არსებულ სიტუაციას შეაფასებს - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მომავალ კვირას კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავა და ადგილზე არსებულ სიტუაციას შეაფასებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც  ორგანიზაცია სკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

სააგენტოს განცხადებით, რუსულმა მხარემ მათ კურსკის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ნაპოვნი დრონის ნამტვრევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“ვიზიტის დროს გენერალური დირექტორი გროსი ადგილზე შეაფასებს სიტუაციას და განიხილავს შემდგომი აქტივობების მოდალობას, რაც შეიძლება საჭირო იყოს კურსკის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების პირობების შესაფასებლად.

სამხედრო აქტივობა ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არის სერიოზული რისკი ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოებისთვის. ჩემი ვიზიტი KNPP-ში მომავალ კვირას მოგვცემს დროულ ხელმისაწვდომობას, რათა დამოუკიდებლად შევაფასოთ სიტუაცია“,- განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.