Foto

კრასნოდარში, პორტ „კავკაზში“, სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ "კავკაზში", სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC კრასნოდარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით,  სარკინიგზო ბორანზე საწვავის 30 ავზი იყო. იერიშის შედეგად ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. 

"სამაშველო ოპერაციის შედეგად, პორტ "კავკაზში“ ჩაძირული ბორნის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს. მიმდინარეობს კიდევ ორი ადამიანის ძებნა", - აცხადებს რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი.