კამალა ჰარისმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ოფიციალურად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.
„ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენ გვიყურებენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები და მინდა, თქვენ იცოდეთ: გპირდებით, რომ ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, – აღნიშნა ჰარისმა.
სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარისმა ისაუბრა თავის ბიოგრაფიაზე, საარჩევნო კამპანიის ძირითად საკითხებზე და თავისი მეტოქე, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპი არასერიოზული კაცია, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება.
ჰარისმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში "შესაძლებლობების ეკონომიკას" შექმნის და საშუალო კლასისთვის გადასახადებს შეამცირებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press