ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გამგზავრებამდე მოდიმ განაცხადა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას გეგმავს.
ინდური მედიის ცნობით, ნარენდრა მოდი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავიდა.
“ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ. ინდოეთის პრემიერი უკრაინაში პოლონეთიდან ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. უკრაინაში ნარენდრა მოდის ვიზიტი მას შემდეგ იმართება, რაც ის 8-9 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა, რასაც აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press