დროებით ოკუპირებული ცხინვალის რაიონ შანხაიში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი 43 წლისაა და სამხედრო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ცხედარი ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
"ადგილზე, წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აქტიურად მონაწილეობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში უკრაინაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press