დასავლეთ გერმანიაში, ნატოს სამხედრო ავიაბაზაზე პოტენციური საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც ავიაბაზის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა თანამშრომელი, რომელიც ძირითად პერსონალს არ წარმოადგენს, სახლებში გაუშვეს.
გაილენკირხენის ბაზაზე უსაფრთხოება მეორე დონემდეა გაზრდილი.
"ჩვენ გავზარდეთ უსაფრთხოების დონე გაილენკირხენის ნატოს ავიაბაზაზე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებს. მისიის არაძირითადი პერსონალი გაგზავნილია სახლში უსაფრთხოების მიზნით. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ოპერაციები გრძელდება გეგმის მიხედვით“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატოს ბაზაზე, სადაც განთავსებულია ალიანსის AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press