ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა, დაღუპულია 2 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა, ხანძარი სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
“უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შტატში 15 გზატკეცილი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ჩაკეტილი. ქალაქ ურუპესში დაიღუპა ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის 2 თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. სან-პაულუს შტატის მთავრობამ ტყის ხანძართან საბრძოლველად სპეციალური საგანგებო კომიტეტი შექმნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press