Foto

ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.  ამის შესახებ ინფორმაცია “რადას“ ვებგვერდზე იძებნება.

კანონის მიზანია უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რადას მიერ მხარდაჭერილ კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ. რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი ზელენსკიმ რადას 15 აგვისტოს წარუდგინა, რაც  უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას ნიშნავს“,- აღნიშნულია “რადას“ ინფორმაციაში.