პაკისტანში აფეთქებას ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 16 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს,
მედიის ცნობით, აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 პოლიციელია. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც აფეთქების დროს პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ.
პოლიციის თანამშრომლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული.
“შემთხვევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press