საფრანგეთში, ლა გრანდე მოტეში, სინაგოგის ავტოსადგომზე ავტომობილის აფეთქების შედეგად პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეძებენ პირებს, რომლებიც ავტომობილის დაწვის უკან დგანან.
“მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამემამულე ებრაელი მოქალაქეები და ქალაქის მცხოვრებლები, რომ, რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანებით, ჩამდენ პირთა დასაკავებლად ყველა საშუალებაა მობილიზებული“,- განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press