ქართველი ოლიმპიელები გრიგოლეთში. მორიგი სახალხო ზეიმი შავისღვისპირეთის ულამაზეს კურორტზე “სფერო ჰოლდინგის” ორგანიზებით გაიმართა.კომპანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სპორტსმენები, რომელთაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოაქციეს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.
სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ქართველ-ოლიმპიურ ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ილია სულამანიძეს გრიგოლეთში, საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადაეცათ. სახელოვანი სპორტსმენები გრიგოლეთს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ.
სიმბოლური გასაღების გადაცემის შემდეგ, სპორტსმენებმა კომპანიის დამფუძნებელთან აწ უკვე მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი აპარტამენტები დაათვალიერეს.ღონისძიება საზეიმო ვახშმით გაგრძელდა, გრიგოლეთში მორიგი დაუვიწყარი საღამო შედგა! აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა” ახლო წარსულში საცხოვრებელი აპარტამენტი გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს გადასცა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press