რუსეთმა და უკრაინამ 115-115 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცვლილი რუსი სამხედროები ტყვედ კურსკის რაიონში იყვნენ აყვანილები. მათივე თქმით, ახლა ყველა გათავისუფლებული ჯარისკაცი ბელარუსში იმყოფება.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები არიან ასახული.
ზელენსკის თქმით, დაბრუნებულები მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათი შუამავლობით გაცვლილი ტყვეების საერთო რაოდენობა ახლა 1788-ს შეადგენს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press