მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა.
"ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს",- ციტირებს რუსული მედია გუბერნატორ ბუსარგინს.
სავარაუდოდ, რუსეთის ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინის შეტევის დროს, ერთ-ერთი დრონი მეზობელ სარატოვოში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, მეორე ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისმა ნამსვრევებმა ოცი მანქანა დააზიანა.
ამ ეტაპზე უცნობია შეტევაში ორზე მეტი დრონი მონაწილეობდა თუ არა და მოჰყვა თუ არა მას სხვა შედეგები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press