Foto

მედია - იემენთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

იემენთან ახლოს, მიგრანტების ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი ამ დრომდე დაკარგულია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიგრანტების ნავს ეთიოპიის 25 და იემენის 2 მოქალაქე გადაჰყავდა. ნავი იემენის სანაპიროდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 11 მამაკაცი და 2  ქალია. დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.