Foto

უკრაინა ბელარუსს მოუწოდებს, საერთო საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს

უკრაინამ ბელარუსს მოუწოდა, საერთო საზღვართან განლაგებული ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბელარუსს საზღვართან მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალები და აღჭურვილობა აქვს განთავსებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსი მოსკოვის წნეხის ქვეშ "ტრაგიკული შეცდომების" დაშვების საწინააღმდეგოდ გააფრთხილა.

"უკრაინას არასდროს გადაუდგამს და არ გადადგამს არამეგობრულ ნაბიჯებს ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ",- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საზღვარზე ბელარუსს სპეციალური დანიშნულების ძალები მტანკები, არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საინჟინრო აღჭურვილობა აქვს განლაგებული.