უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს.
ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის რეგიონებისკენ მიფრინავს, ხოლო ზღვიდან გაშვებული ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებზეა მიმართული.
"ამჟამად ცნობილია, რომ აფეთქებები მოხდა ვინიცის რაიონში, კროპივნიცკისა და კრივოი-როგში. აგრეთვე აფეთქებებეი კიევში, ლვოვში, დნეპრში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხმელნიცკიში, ლუცკში, ჩერნიგოვში, როვნოსა და ჟიტომირში მოხდა", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press