რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა X-ზე წერს.
ოპერატიული სარდლობის ცნობით, "დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე".
"უწყების განცხადებით, დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press