უკრაინის უმსხვილესმა ენერგოკომპანია უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმის ამოქმედების განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ენერგეტიკოსების ცნობით, კიევის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის შეწყვეტა მოხდა, რაც უკრაინულ ენერგეტიკულ ქსელში არსებულ ვითარებიდან არის გამოწვეული.
"კიევის მეტროს ნაწილი მუშაობას აგრძელებს, მეტროსადგურები "არსენალნაია" და "ხრეშჩატიკი" მხოლოდ თავშესაფრის რეჟიმში მუშაობენ. საჰაერო განგაშის პერიოდში შეწყვეტილია გადაადგილება მეტროს მიწისზედა მონაკვეთებზე",- ნათქვამია ენერგოკომპანიის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press