მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ეხმაურება.
უკრაინის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას კეთილი სიტყვებისა დ მხარაჭერისთვის მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას",- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press