Foto

ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, განხორციელებული თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა.

"რუსეთის წინა დარტყმების მსგავსად, ესეც ისეთივე ვერაგულია, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.